Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

“ფორმულასთან“ ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 20/04/2023
ირაკლი კობახიძე

“ფორმულასთან“ ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ფულს, ხელფასის თუ ნებისმიერი სხვა ფორმით ამ ტელევიზიიდან, მიდის ერთგვარ მორალურ კომპრომისზე იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც ნაშოვნია ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ხარჯზე, ბიზნესის რეკეტიდან, პენსიონერების ძარცვიდან, ჯარის ძარცვიდან და ამ ფულთან ნებისმიერი შეხება პირდაპირ მორალთანაა დაკავშირებული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემაში განაცხადა.

მან დავით კეზერაშვილის განცხადების შესახებ ისაუბრა, სადაც კეზერაშვილი უარს ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

კობახიძის შეფასებით წილების გადაცემა არაფერს ცვლის, იმდენად უსუსურია ასეთი ნაბიჯები კომენტარიც შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მთავარია ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას.

„წილების გადაცემა არაფერს არ ცვლის. ინტელექტი რომ არა აქვთ ამ ადამიანებს ყველაფრიდან ჩანს. იმდენად უსუსურია ასეთი ნაბიჯები კომენტარიც შეიძლება არ ღირდეს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მთავარია ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას.

ფორმულა, ყველამ ვიცით რომ საკუთარი სახსრებით ვერ არსებობს, მათ აქვთ მიზერული სარეკლამო შემოსავლები იქიდან გამომდინარე, რომ არიან ერთ პროცენტიანი ტელევიზია. შესაბამისად, მათ სჭირდებათ მუდმივი, მრავალმილიონიანი სუბსიდირება ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში, მთავარია ვინ ჩადებს ფულს. ფულს არ ჩადებენ რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ყოველწლიურად. ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვლავაც ჩადებს კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე, ვერავის ვერ მოატყუებენ ასეთი გადათამაშებით. “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არაფერს გამოვრიცხავ, დაველოდოთ, შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრან ხელი – ირაკლი კობახიძე ნაც.მოძრაობაზე
Next: აშშ ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.