IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებული პარტიაა. მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი​ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღებას.

ოხანაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში პროცესების ნორმალიზება არ სურს.

„ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ქვეყანაში პროცესების ნორმალიზება და მათ არ სურთ, იმ პროცესის მონაწილენი იყვნენ, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს პარტია არის გაკოტრებული. მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან. შესაბამისად, ერთადერთი ხერხი, რაც მათ ხელში რჩებათ, ეს არის დესტრუქცია და მცდელობა, რომ ქვეყანაში გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ. თუ მათ ამის მცდელობა ექნებათ, ამის შესაძლებლობა არ მიეცემათ, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ვინაიდან გაკოტრებულ ჯგუფებს კონკურენციის უნარი არ აქვთ, მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ხელი მიჰყონ ასეთ მავნებლურ ქმედებებს და ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესში არ მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ ეს სხვა არაფერია, თუ არა გაკოტრებული პარტიის ხელწერა. ჩვენ ოპოზიციას არ მივცემთ უფლებას, რომ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება