Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 19/04/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი, ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებასთან დკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა და მათთვის საინტერესო არაა.

„რაც უფრო მეტად დაიშლება და დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ არ გამორიცხა, პარტიის ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ცრუ დაპირებების შემდეგ პრობლემები იქმნება. ამასთან, პარტიის წევრმა ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „თბილისში ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების, არამედ უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო“.

Continue Reading

Previous: კეზერას დირექტივით დაბლოკილი ვარ”ფორმულაზე”,”მთავარ არხზე”,ტვ პირველზე და “კავკასიაზეც”
Next: არ მგონია ნაციონალურმა მოძრაობამ დიდხანს იფუნქციონიროს – სანდრო რაქვიაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025