IMG.GE IMG.GE

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ტოლობის ნიშნის დასმა რომელიმე კონკრეტული კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას შორის სპეკულაციაა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს.

„სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა, კონკრეტულ დანაშაულში მხილებული პირის მიმართ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაშიც ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება