Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია? – არჩილ თალაკვაძე ხათუნა სამნიძეს

მარშალ პრესი 18/04/2023
თალაკვაძე

განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგან, მაინტერესებს, როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე მიმართა სამნიძეს, მოიყვანოს მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის პრინციპებს.

„ხომ არ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და სამართლიანობის პრინციპებს, რომელიც კონვენციურია და რომლის ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული – ერთი და მეორე – აქ თქვენ განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგანო, აგერ ვკითხულობთ – ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო გაწმენდილიყო კადრებისგანო – ციტატა. მაინტერესებს როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს თეორიაში, თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: “ფორმულის” წილის ნახევარი არხის თანამშრომლებს გადაეცემათ, თუმცა ფინანსები კვლავ დავით კეზერაშვილის იქნება
Next: ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლდა? – ირაკლი კობახიძე სასამართლოზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025