Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

დღეიდან “ფორმულას” თითოეული თანამშრომელი ნაძარცვი და ნაქურდალი ფინანსების არა მხოლოდ უნამუსო მომხმარებელი, არამედ – უსირცხვილი თანაგამკარგველია

მარშალ პრესი 18/04/2023
დავით ქართველიშვილი

დღეს იშვა მრავალი მისტერ და მისსის “ოფშორჩიკები”, როდესაც თავისი კრიმინალური ფინანსები “ფორმულას” კოლექტივს გადაუნაწილა, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, იგი უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

ქართველიშვილის თქმით, კეზერაშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის თანამშრომლები, არამხოლოდ ნაძარცვი ფინანსების მომხმარებლები, არამედ თანაგანმკარგველებიც არიან.

„იყო ერთი “მისტერ ოფშორი”, თაღლითობებით და ქურდობით ფინანსური პირამიდის შემქმნელი. ჰქონდა საკუთარი ტელევიზია, თავისი კრიმინალური არსის გასაპრავებლად, აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებს – მედიამენეჯერისა და პოლიტმეცენატის იმიჯის შესაქმნელად. დღეს კი იშვა მრავალი მისტერ და მისსის “ოფშორჩიკები”, როდესაც თავისი კრიმინალური ფინანსები “ფორმულას” კოლექტივს გადაუნაწილა. გვყავდა ერთი ქურდი და კრიმინალი – შვა დანაშაულებრივი კოლექტივი. “Общак TV” – ტიპიური კრიმინალური მედიასაშუალება, სადაც დღეიდან თითოეული თანამშრომელი ნაძარცვი და ნაქურდალი ფინანსების არა მხოლოდ უნამუსო მომხმარებელი, არამედ – უსირცხვილი თანაგამკარგველია.“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს – გია გაბრიჭიძე
Next: ასე მოუვიდა “კეზერა-ბიჭსაც” დაუწერეს გულისამაჩუყებელი განცხადება – ზაალ ანჯაფარიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025