Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

კეზერაშვილი “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის ნაწილს თანამშრომლებს აძლევს კონკრეტული პირობით

მარშალ პრესი 18/04/2023
დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილმა რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია “ფორმულის” საკონტროლო პაკეტი არხის კოლექტივს გადასცეს, თუმცა, კონკრეტული პირობით.

კერძოდ, კეზერაშვილი მზად არის აქციების ნაწილი ახლავე მისცეს არხის გუნდს, მეორე ნაწილს კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება.

“მე უარს ვამბობ “ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, “ფორმულას” კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც.

ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში”, – წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

Post navigation

Previous: დავით კეზერაშვილი ნაცმოძრაობის მაღალჩინოსან ტყეშელაშვილთან ერთად კვიპროსზე იმყოფება
Next: ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.