დამნაშნავეების ძებნა ამ ეტაპზე სრულიად უსაგნოა – პროტესტი გადაიზარდა აშკარა კონფრონტაციისკენ მოწოდებებში

1419
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნამახვან ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა პროტესტმა და განსაკუთრებით განცხადებამ, რომ მოხდება თბილისის პარალიზება, რბილად რომ ვთქვა, საზოგადოებაში საკმაოდ უხერხული და ცუდი შეგრძნება გამოიწვია.
ცხადია ამ ჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ხელისუფლებისა და სპეციალისტების მხრიდან ძალიან დიდ სამუშაოს გაწევას მოითხოვს.
იმ სამუშაოს, რომელიც უნდა დაიწყოს კონტრაქტის შესწავლით და გაგრძელდეს მოსალოდნელი შედეგების სერიოზული კვლევით, რომელსაც აუცილებლად, ვიმეორებ – აუცილებლად უნდა ახლდეს როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, ასევე ფართო საზოგადოების პერიოდული ინფორმირება.
სამწუხაროდ ეს პროცესი ამ ფორმატში არ გაგრძელდა, რაშიც დამნაშავის, ან დამნაშავეების ძებნა ამ ეტაპზე სრულიად უსაგნოა.
სამაგიეროდ პროტესტი გადაიზარდა აშკარა კონფრონტაციისკენ მოწოდებებში, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიების მხრიდან დაძაბულობის გაღვივების ფორმატში და საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩის მცდელობაში.
“თბილისის პარალიზების” დაანონსება ძალიან გამაღიზიანებელი ფორმაა და არა მხოლოდ პროტესტის მომხრეთა ნაწილის მხრიდან ამ შესაძლოა გულწრფელ აქციისადმი ჩამოცილებას გამოიწვევს, არამედ თბილისის იმ მაცხოვრებელთა გაღიზიანების ნაპერწკლად შეიძლება იქცეს, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ არა მხოლოდ ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მიმართულ პროტესთან, არამედ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების წყალობით, ყოველგვარი პროტესტი (თუნდაც ჯანსაღი) გაღიზიანებას იწვევს.
რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, რომელთა იქ ყოფნა უკვე სრული მარაზმია, დამატებითი მუხტია ამ გაღიზიანებისთვის.
სამწუხაროდ ნერვები დღეს იმდენად არის საზოგადოებაში დაძაბული, რომ როგორც აქციის ლიდერებს, ასევე ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა. სწორედაც რომ ბეწვის ხიდზე და ორივე მხარე მაქსიმალურად მოზომილი უნდა იყოს თავის განცხადებებში და ქმედებებში, რათა ერთმა როყიო სიტყვამ და თავკერძობამ ცუდი შედეგი არ მოიტანოს.
ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები – ჭკუით ქართველებო, სამწუხაროდ ბევრი წელია თან გვდევს, მაგრამ დასკვნები სამწუხაროდ არ კეთდება “ – წერს გაბრიჭიძე.
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება