Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს – ლევან ხაბეიშვილი

მარშალ პრესი 17/04/2023
ლევან ხაბეიშვილი

„დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს, მითუმეტეს თუ საზღვარგარეთ გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა “ბიბისი”-ს საგამოძიებო ფილმზე თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილის გვარიც იკვეთება.

“ჩვენ მივხედოთ ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ წერია რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნისო. ამ პრობლემებს მივხედოთ – მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან, რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ, დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს, უბრალოდ, საქართველოში დღეს რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განმსაზღვრელი ვერ არის. ეს შეიძლება სამთავრობო მედიას გინდოდეთ. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას, იმ სქემაში ნახსენები ადამიანები, საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნეს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა – ჯუანშერ ბურჭულაძე კეზერაშვილზე
Next: როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.