Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შენს ადგილზე ახალ პარტიას დავარქმევდი – „ენმ – პერპეტუუმ მობილე“ – ამით ხაბესაც დასცხებდი – დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას

მარშალ პრესი 17/04/2023
დავით ქართველიშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაარსებასა და მის სახელწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მიმოიხილავს.

„რაღაც გამომრჩა, როგორც ჩანს: ნიკანორ მელიას „ახალი“ პარტიის „ახალი“ სახელწოდება დაუანონსებია – „ენმ – ახალი ხედვა“. ქართულ ენაში უამრავი სხვა სიტყვაა, რაღა ეგენი აირჩია. როდესაც შენი პარტიის საკვანძო სიტყვას „მოძრაობა“ წარმოადგენს, რატომ უნდა ისესხო დანარჩენი ორი სიტყვა ცნობილი კლინიკა „ახალი ხედვიდან“, რომელიც სწორედ რომ მოძრაობის პათოლოგიას კურნავს და სთავაზობს პაციენტებს ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ისედაც კოჭლობით მოხვედით დღევანდელ დღემდე, ნიკანორ – რა საჭირო იყო ამ დეფექტის თაობაზე სამედიცინო ყურადღების გამახვილება? თანაც, კლინიკამ სახელწოდების გამო საავტორო უფლებების შელახვა შეიძლება გაგისაჩივროს. შენს ადგილზე, ახალ პარტიას დავარქმევდი ასე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პერპეტუუმ მობილე“. ამით ხაბესაც დასცხებდი „მიშას ნეკნებში“, რომელმაც „ქურქუმალ ვაითი“ კი იცის რა არის, მაგრამ აი, შენი „პერპეტუუმი“ მის თავის ქალაში ყურებს შორის დაჭიმულ სიმს უეჭველი გაწყვეტდა.“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე, თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონრად რომ გავიდა პოლიტ-არენიდან
Next: ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა – ჯუანშერ ბურჭულაძე კეზერაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.