ვისაც ეს ფოტო-კამპანია ადეკვატური რეაქცია ჰგონია, იმას ვერაფერში დაარწმუნებ. ვერც რამიშვილი და ვერც სხვა რუსი პროპაგანდისტი, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგა, ვერ დამაკოპლექსებს, არანაირი მტკიცებულება ივანიშვილის გამოძიებასაც კი არ დაუდევს, რომ ფორმულა პენსიონერების ფულით ფინანსდება და რომ მის დამფუძლენებელს დანაშაული მიუძღვის.”– წერს სოციალურ ქსელში “ფორმულის” ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, რომელიც ეხმიანება POSTV-ის საინფორმაციო კამპანიას.
“დავით კეზერაშვილი, თავადაც თქვა, აპირებს, ყველა კითხვაზე პასუხი სამართლებრივი გზებით მოითხოვოს. ბრიტანული სასამართლო ქართული კლანის ტყვეობაში არაა, საბედნიეროდ, და ვიდრე სანდო და კვალიფიციური გამოძიება და მართლმსაჯულება არ დაადასტურებს იმ უმძიმეს დაშვებებს და ეჭვებს, რაც ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, იქამდე ვღელავ, განვიცდი, მაგრამ ზუსტად ისევ ძველებურად ძალიან ვამაყობ იმ ფასდაუდებელი საქმით, რასაც ფორმულა და მისი გუნდი აკეთებს”- წერს ელისო ჯარიაშვილი.

