Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინას უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებამდე სჭირდება

მარშალ პრესი 16/04/2023
ვოლოდიმირ  ზელენსკი

უკრაინას უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებამდე სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ლიეტუვაში, სამიტზე ჩვენი საერთო პოზიცია, ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოზიცია შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ამბიციური, როგორსაც საჭიროებს ევროპული უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ ამაში. უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები უკრაინისთვის, ანუ, სინამდვილეში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, საჭიროა ალიანსში ჩვენს გაწევრიანებამდე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აბსოლუტურად რეალისტური და სავსებით კონკრეტული უწოდა მშვიდობის უკრაინულ ფორმულას.

„რუსეთი უნდა მოშორდეს უკრაინის ტერიტორიიდან, მთელი უკრაინიდან, ყველა ოკუპანტი. გაერო-ს წესდების თითოეული პუნქტი კვლავ უნდა ამუშავდეს, არ შეიძლება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის არცერთი დარღვევის უგულებელყოფა. სწორედ ასეთი პრინციპების საფუძველზე დაბრუნდება უსაფრთხოება და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში. სწორედ ამისთვისაა მშვიდობის უკრაინული ფორმულა აბსოლუტურად რეალისტური და სავსებით რეალური. დღეს მაკრონთან დეტალურად განვიხილე მშვიდობის ფორმულა, ისევე როგორც საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებსაც წელს ვამზადებთ, კერძოდ ნატო-ს ვილნიუსის სამიტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: ლანჩხუთში ლელობურთისთვის ემზადებიან
Next: ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად პატიმრობა ინატრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.