Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას

მარშალ პრესი 15/04/2023
ზურაბ ქადაგიძე

„არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის „გამიჯნული“ ნაწილი წლების განმავლობაში იღებდა ფულს კეზერაშვილისგან მიუხედავად მისი წარსულისა. ახლა კი, როდესაც BBC-ის გამოძიების საფუძველზე გამოაშკარავდა ამ პიროვნების თანამონაწილეობა ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში, გაემიჯნნენ და დამნაშავედ ცნეს, რასაც ზურაბ ქადაგიძე დიდ ანომალიად მიიჩნევს.

„ლიბერალიზმი ქართულად“

„TV ფორმულა“, მედია-აქტორები, სოც-პლატფორმები, პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც იდიოტურად ცდილობენ, კეზერაშვილი „გაათეთრონ“, ცალკე ანომალიაა. თუმცა საზოგადოებამ მათი სინდისთან კომპრომისი ადრეც იცოდა და გასაკვირი არ აღმოჩნდა, რომ ლიმიტირებული მორალური სტანდარტი მათთვის იმ ზღვრამდე მოქმედებს, რომ „რასაც ფულით ვერ იყიდი, იყიდი უფრო დიდი ფულით“.

თუმცა ზემოხსენებულ „გამპრავებლებზე“ დიდი ანომალია და ნაძირალობა იმ ადამიანების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებებია, რომლებიც მას შემდეგ აღშფოთდნენ კეზერაშვილის დანაშაულით, რაც BBC-ის სიუჟეტს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.

ესე იგი ქართული ჯარის ძარცვით, ქართული ბიზნესის რეკეტითა და ქართული საზოგადოების შანტაჟით გამდიდრებული კეზერაშვილი „მოსულა“ და ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე – დამნაშავე აღმოჩნდა?!

„გამიჯნულებიცა“ და „გამპრავებლებიც“ ანომალიური, ქართული ფსევდო ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია, პარაზიტულად საზრდოობს საზოგადოებაში, ცხოვრობს და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი იმაზე მეტად ინფორმირებული და ბრძენია, ვიდრე ამ პარაზიტებს წარმოუდგენიათ.

ვერც „გაემიჯნებით“ და ვერც „გააპრავებთ“ თქვენს მამა-მარჩენალს, პარაზიტებო! – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მაცხოვრის ტაძარში ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა
Next: რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმული კითხვებით კი არა, უკვე მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.