თათია, ძალიან დაბალი წარმოდგენის ვარ შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმისთვის, რომ მარქსიზმზე გესაუბრო. წადი, დიმა ჩიქოვანის კარადაში დაჯექი”- ასე პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი თათია სამხარაძეს მას შემდეგ, რაც სამხარაძემ დაწერა, რომ ჩერგოლეიშვილმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც დაფინანსება შეუწყვიტა.
“ეს დავწერე მას მერე, რაც შეურაცხყოფა მომაყენა, ცილი დამწამა და მითხრა რომ კეზერაშვილს მას მერე დავუწყე “მარქსისტული” (რა მარქსისტული, რას ბოდავს, რესპუბლიკური წესრიგი მარქსიზმი ჰგონია – აზრზე არა და რაღაც სიტყვებს არახუნებს) ტექსტებით მხილება, რაც “აღარ შემინახა”.
კეზერაშვილის მესიჯია, რომ “ჩერგოლეიშვილი მაშინ დამესხა თავს, როცა ფული აღარ მივეცი” – თავს იმართლებს ასე ჩვენს საერთო გარემოცვაში.
ეს დიდი და უსინდისო ტყუილია – პირიქითაა საქმე – 2017 წლიდან აღარ მქონია მასთან ფინანსური ურთიერთობა.
tabula.ge-ც ჩავხსენი იმ კომპანიას, რომელშიც კეზერაშვილს წილი ჰქონდა, 2019 წელს და გადავიტანე ტაბულა მედიაზე, რასთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს და ჩემი და ჩემი პარტნიორის,გიორგი ფრუიძისაა ეს კომპანია (49/51).
და კეზერაშვილს თავს დავესხი 2021 წელს – ანუ ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყავი მისგან მთელი ოთხი წელი და ვცხოვრობდი ძალიან ბედნიერად და გამართულად .
ეს არის სიმართლე. და თათია სამხარაძე როცა კეზერაშვილს მესიჯებით მელაპარაკება – ყოველთვის დიმა ჩიქოვანის კარადაში გავუშვებ, იქაა მისი ადგილი. მგონია, რომ მართლა იჯდა კარადაში და სასაცილოა ჩემთვის ეს, ანუ არაფერს ცვლის – დიმა ჩიქოვანის სახლიდან არ გამოვიდა ორი დღე და ეს ფაქტია. რამიშვილთან ამბავში მეც დავუჭირე მხარი.
მაგრამ ახლა რომ ვუყურებ – მართლა კეზერაშვილის ცილისწამებას ავრცელებს ძალიან “დისციპლინირებულად”. კონტრაქტი დავდე, ავხსენი რომ ტყუილია და მაინც მაგას წერს – კიდია სიმართლე, ამოცანა აქვს რომ იძახოს ამ რაღაც ბანძ ენაზე რომ კეზერაშვილმა ჩემს “შენახვაზე” რომ უარი თქვა, მერე დავესხი თავს.
და თუ ცილისწამება მისთვის არაფერია, და თან კეზერაშვილის მესიჯზე ზის – ეჭვი მეპარება უკვე, სწორი იყო თუ არა მისი მხადაჭერა.
და გარდა იმისა რომ საერთოდ არ მესმის ეს მიმართება რას ნიშნავს – რა შენახვა? – ვის შევუნახივარ, კეზერაშვილმა შემინახოს? ანუ გული მერევა ასე საკითხის დასმაზე, როცა საქმე პროექტის – ტაბულას დაფინანსებას ეხება.
მე მაქვს პროექტი, თუ გაინტერესებს ჩადე ფული, არ გაინტერესებს არ ჩადო და სხვა ჩადებს – რა შენახვა? ეს რა გულისამრევი მიმართებაა – ანუ ასე საკითხის დასმით თავის სიბანძეს ავლენს”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
იხილეთ თათია სამხარაძის პოსტი, რასაც გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი:
საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით...