
ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტ სოფო ზურაბიანის პოზიცია BBC-ის საგამოძიებო ფილმზე, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილზე.
“ფორმულა” – შეიქმნა იმის დასტურად, რომ სირთულეების დაძლევა ყოველთვის შესაძლებელია.
იმ ხალხით, ვისაც ეს პროფესია უყვარს, ვისაც გამოვლილი აქვს ყველაფერი,მათ შორის უხელფასოდ მუშაობის ბევრი თვე და მაინც კომფორტულ გარემოს თავისუფალი სივრცე არჩია.
“ფორმულა” იდეაა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ იდეას დამარცხება არ უწერია. მოკლე დროში მაღალი პროფესიული სტანდარტი და სანდოობა – ეს იყო “ფორმულას” მთავარი მიზანი. ვფიქრობ, არხმა ამ ამოცანას თავი გაართვა.
ყველამ იცის, რომ “ფორმულას” ისედაც არ ჰქონდა მარტივად საქმე, მის გაქრობას ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება. ამ დროს ისეთ სანდო პლათფორმაზე როგორიც BBC-ია ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის დასახელება უდაოდ დიდი რეპუტაციული ზიანია მისთვის და არხისთვისაც . ამას აცნობიერებს ყველა აქ “ფორმულაზე” . თვითონ დავით კეზერაშვილიც საჯარო განცხადებაში ამბობს, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და გააკეთებს ყველაფერს მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, რომ ეს დაამტკიცოს.
“ფორმულა ” ამ რთულ გამოცდასაც გაივლის. გააშუქებს ამ საქმის ყველა დეტალს, მთავარია გაირკვეს სიმართლე – რეალურად ვინ იდგა ქოლცენტრების უკან , გააშუქებს ამ საერთაშორისო გამოძიებას დაზარალებულების ინტერესით , რომ მათ მიააღწიონ სიმართლის დადგენას. გაირკვევა ის , რაც გაირკვევა, ჩვენ ყველაფერს მაღალი პროფესიული სტანდარტით მოგიყვებით. გზადაგზა მივიღებთ კრიტიკსაც , თუ რამე ისე არ გამოგვდის. ფინალსაც ერთად შეხვდებით.
PS “ ფორმულა” იდეაა, შესაბამისად იქნება სულ!”- წერს სოფო ზურაბიანი.