Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბავშვურ თამაშს ჰგავს

მარშალ პრესი 14/04/2023
მაია ბითაძე

სტრასბურგში ვიზიტი რამდენიმე დღეში იყო დაგეგმილი. პრეზიდენტის განცხადება სამწუხაროა და ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს, – ამის სესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს, ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს.

„მთავრობამ განმარტა, რომ თანხმობა დროზე გასცა. საუბარია ბიუროკრატიულ პროცესებზე, რაც კარგად არის ცნობილი. შარშან პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევა რამდენიმე საათით ადრე გვთხოვა, რაც ბევრი ადამიანის მობილიზებასთან არის დაკავშირებული და ეს არც ისე მარტივია. მთავრობისგან თანხმობას რამდენიმე დღით ადრე როცა იღებ, მგონი, ფუჭი და ზიანის მომტანია შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ვთხოვ, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს, ჩვენს ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

Post navigation

Previous: ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია
Next: ქურდის და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღარებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას – ალეკო ელისაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.