Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იტლიკინეთ და იყავით – თამარ ჩერგოლეიშვილი “ფორმულაზე”

მარშალ პრესი 14/04/2023
თამარ ჩერგოლეიშვილი

რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ – და ეს ფაქტია, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მეპატრონის, დავით კეზერაშვილის მხილებას დაიწყებდა, მანამდე აღნიშნულ ტელევიზიაში დაბლოკილი არ იყო.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ – და ეს ფაქტია

აი ნახეთ:

მაქვს მაღალი რეიტინგი – ბევრი მიყურებს – ეს უბრალოდ ფაქტია.
რასაც ვამბობ, მერე ისე ხდება – ანუ კარგი კომენტატორი ვარ – ესეც უბრალოდ ფაქტია.
ამის მიუხედავად, დაბლოკილი ვარ.

და სანამ უშუალოდ ფორმულას პატრონის მხილებას დავიწყებდი – არ ვიყავი დაბლოკილი. ესეც უბრალოდ მშრალი ფაქტია. ასე რომ იტლიკინეთ და იყავით.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ძალიან ამაყი ვარ სადაც ვმუშაობ და თვალებშიც კარგად ჩაგხედავთ – სოფო ხუნწარია
Next: ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.