Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ძალიან ძვირიანი, მაგრამ ძალიან წარუმატებელი – მაია ნიკოლეიშვილი სააკაშვილის საქმეზე

მარშალ პრესი 14/04/2023
მაია ნიკოლეიშვილი

მოწამვლა, ეს ძალიან ეფექტური პიარსვლა არის. ძალიან კარგად ესმის საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ყურს, გაიგო სიტყვა მოწამვლა და სიღრმე აღარ აინტერესებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო-ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა და  გამოეხმაურა 12 აპრილს გასაჯაროებულ დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის ვერსიას ეხება.

„მოწამვლის ვერსია იყო ადვილად აღსაქმელი, კლიპურად მოაზროვნე ადამიანებისთვის ადვილად მისაწოდებელი, როდესაც ამ სიტყვებზე პირდაპირ ენთება გარკვეული წერტილები და მომენტალურად აღიქმება როგორც რაღაც საშინელება.

თუ ამ თემას გავშლით, როგორც პიარ სტრატეგია და ლობისტების მუშაობა, მათ სწორად გათვალეს ალბათ იმ საზოგადოებაზე, სადაც თვითონ არიან. იმ საზოგადოებაში არ არის მიღებული ჩაღრმავებები. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განსწავლულია, მითუმეტეს სასამართლო მედიცინაში. ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში ამ სტრატეგიამ არ იმუშავა. ლობისტებისა და პიარტექნოლოგიების მუშაობა ამ კონკრეტულ ქეისში შეიძლება სახელმძღვანელოში შევიდეს როგორც ყველაზე წარუმატებელი. ძალიან ძვირიანი, მაგრამ ძალიან წარუმატებელი“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.

Continue Reading

Previous: “ნაცებო” და დანარჩენო კეზერას მონებო, ტყუილად იწყნარებთ თავს – დიმიტრი სამხარაძე
Next: ძალიან ამაყი ვარ სადაც ვმუშაობ და თვალებშიც კარგად ჩაგხედავთ – სოფო ხუნწარია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025