Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი

მარშალ პრესი 13/04/2023
გვრიტიშვილი

22-30 აპრილს დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, მისი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში. ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)
Next: რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტს და საელჩოს მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.