Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ბიბისის“ გამოძიება უკვე ტორტზე მარწყვია – იაგო ხვიჩია კეზერაშვილსა და ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 13/04/2023
იაგო ხვიჩია

ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ბიბისის“ გამოძიება აჩვენებს, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.

„ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური პარტნიორობისგან, რასაც პარტნიორობას ეძახიან და ფულის აღება ჰქვია, თავი უნდა შეიკავონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დააზიანა კეზერაშვილის ფაქტორმა. მგონი, რაც ეს ფაქტორი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“, უფრო და უფრო ზიანდება. ახლა რომ იტყვიან, ტორტზე მარწყვიო, ასე გამოუვიდათ. ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: “გამიშვით, თორემ მოვკვდები“ პოლიტიკა აღარ მუშაობს უკვე მათ ამომრჩეველზეც კი – თამთა მეგრელიშვილი
Next: მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.