Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია, მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც მოწამლული არ გახლავთ – მალხაზ ურთქმელიძე

მარშალ პრესი 13/04/2023
მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. როგორც ურთქმელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, მსჯავრდებული სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა, არ არის და ეს ფაქტი ლაბორატორიული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„მე სულ მიკვირს, სიმართლე რომ გითხრათ, რომ საზოგადოებაში ამაზე კიდევ არის საუბარი. უკვე დადასტურებულია, რომ არაფერ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ – აღნიშნული დასტურდება ჯერ კიდევ შარშან, მაისში, კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევით – ეს ერთი; მეორე, თვითონ სააკაშვილის დამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზეც, რომელიც წარმოადგინეს მათ სასამართლოზე, იქაც არცერთი დამადასტურებელი არ არის იმისა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის დასაშვებ ზღვარზე მეტი მეტალების რაოდენობა. თვითონ ექსპერტ-ტოქსიკოლოგთან გასაუბრებისას, სასამართლო პროცესის დროს, ეს დადასტურდა. ამ ყველაფერმა ასახვაც ნახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, განმეორებით ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც მოწამლული არ გახლავთ – ეს ცალსახაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ უფრო კატეგორიულადაც: მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არ არის მოწამლული. ეს მასმედიაში აგორებული თემა ყბადაღებული გახდა უკვე, მე მგონი. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს – ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

Post navigation

Previous: სჯობს ახლა გაბრაზდეს – ელისო კილაძე დათო კეზერაშვილზე
Next: წყალს გაჰყვა ნაც.სექტის მილიონები – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.