Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? – ლევან ხაბეიშვილი

მარშალ პრესი 13/04/2023
ლევან ხაბეიშვილი

დღეს მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილის აზრით, ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა. მისივე თქმით, ანეკდოტი იქნება საქართველოში კეზერაშვილზე საქმის აღძვრა.

„თუ სადმე გამოძიება დაიწყება, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. კეზერაშვილზე რომ ლაპარაკობენ, ისტერიკა აქვთ, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება და ასობით მილიონია გაფლანგული და შეჭმული, ამას ეშველება? ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი წესით საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ ფორმულიდან?
Next: სჯობს ახლა გაბრაზდეს – ელისო კილაძე დათო კეზერაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.