Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს

მარშალ პრესი 12/04/2023
ირაკლი ზარქუა

ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს, რაც თქვენმა პარტნიორმა ბრიტანელებმა დაადასტურეს. მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს.

„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი კეზერაშვილი, შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან? ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

Post navigation

Previous: უკეთესია ინტერვიუ მისცე შენს კუთვნილ მედიას, რომელსაც რასაც გინდა იმას ათქმევინებ, ვიდრე BBC-ს, რა იცი რას გკითხავენ
Next: დათო კეზერაშვილი ამბობს, რომ “სუფთაა”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.