Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივმართავ კელი დეგნანს: დაასანქცირეთ ეს ადამიანი, მე ველოდები თქვენგან ობიექტურ რეაგირებას – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 12/04/2023
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი, ევროპელი პენსიონრების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორია.

მისივე თქმით, საქართველოში, ამ ფულით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, რაზეც თავისი პოზიცია საქართველოს მთავარმა პარტნიორმა, აშშ-მაც უნდა დააფიქსიროს.

„მე ახლა მივმართავ კელი დეგნანს: დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი, თქვენი – ამერიკელების, პარტნიორები არიან ბრიტანელები და დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი. ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში, როგორც თვითონ თქვა, მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს თურმე. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში? მე ველოდები თქვენგან ობიექტურ რეაგირებას.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ „ბიბისიმ“ საგამოძიებო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემაა გაშიფრული, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

Continue Reading

Previous: უჩვეულო ის კი არ არის, რომ კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე, BBC გვიყვება, არამედ ის, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს და ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს
Next: ეს არის სიტყვები სიტყვებისთვის, რომლებიც კოლექტიურ არასამთავრობოებს ერთ-ერთ აქტივობად ეთვლებათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025