Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უფლებების მიმართულებით სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია

მარშალ პრესი 11/04/2023
გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მძიმე წნეხი.

კახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი, ვინც უამრავი ადამიანის უფლება დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფლებების დარღვევას ტოტალური სახე ჰქონდა ყველა მიმართულებით. თუ საუბარია სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭებაზე ადამიანის უფლებების მიმართულებით, რაც ნორვეგიაში მოხდა, ეს აბსურდია. თუ უფრო შორს წავალთ, ეს შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა ამ სისტემის ძალიან მძიმე წნეხი. ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ. ალბათ, ამასაც გარკვეული წინაპირობები აქვს. ალბათ, ეს ჯილდოებიც იმ ლობირებიდან მოდის, რასაც მთელი ეს პერიოდი ვხედავთ“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.

Post navigation

Previous: აშშ-ის მხრიდან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება ყველა შემთხვევაში ძალიან მცდარი ნაბიჯი იყო, რისთვისაც დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ
Next: სააკაშვილის მმართველობის დროინდელ რეიტინგებთან შედარებით, შევარდნაძის დროინდელი სასამართლოს რეიტინგიც კი უფრო მაღალი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.