Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურა ჯაფარიძის თქმით, მეტი საქმე არ აქვს ამერიკას, რომ საქართველოს მტკიცებულებები წარმოუდგინოს

მარშალ პრესი 11/04/2023
ზურაბ ჯაფარიძე

მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს.

„მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს ამერიკასთან. მოიკლავენ თავს, კი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტი 20-გვერდიან ახსნა-განმარტებას დაუდებს მაჭარაშვილს, მეტი საქმე არ აქვთ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: მინდა მკაცრად დავგმო ამერიკის გადაწყვეტილება მოსამართლეებზე, ეს მიუღებელია – თეა წულუკიანი
Next: რომან გოცირიძის აღიარება ნაც.მოძრაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.