დააკავეს მამაკაცი, რომელიც პირებს მექსიკის გავლით ამერიკაში წაყვანას ჰპირდებოდა, თუმცა ატყუებდა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრპობას ითვალისწინებს.
