IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პროფესორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი გიორგი “ჟორიკა” რურუას ოპოზიციის ლიდერად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ოპოზიციის ლიდერი და გამოკვეთილი სახე გიორგი რურუა მიესალმა გუშინ კონსტიტუციაში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს.

რურუა დღეს მართლაც ლიდერია და ის თავის დროზე იყო “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა იოსელიანთან დაახლოებული პირი. ის არ იყო რიგითი წევრი, რომელიც შეიძლება შემთხვევით მოხვერდილიყო ‘მხედრიონში” ან ახალგაზრდული ემოციურობით შეცდომა დაეშვა.

მას, როგორც ყვებიან თბილისში, ბევრი კრიმინალური ცოდვა აქვს, მაგრამ მთავარი ცოდვა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, სულ სხვა სიბრტყეშია.

გვახსოვს “მხედრიონი” ადმირალ ბალტინს როგორ შემოუძღვა საქართველოში და ზვიად გამსახურდიას საბოლოო დამარცხებას დაუსვა წერტილი.

ხოდა, ამ ადამიანისაგან იღებს დაფინანსებას ე.წ. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “სირცხვილიას” სახით.

სირცხვილი არ არის, ხალხნო, რუსი ადმირალი ბალტინის მოკავშირეებისაგან ფულის აღება?

სირცხვილია, რომ თქვენ “ანტისაოკუპაციო მოძრაობა” დაირქვით!

ეხლა ხომ მაინც ხდებით ვისი დავალებით სხედან ფანატურში პოლიტიკური ძალები და რამხელა ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს!” – წერს მჭედლიშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE