Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მისაქციელში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

მარშალ პრესი 10/04/2023
ზ

9 აპრილს, მისაქციელის ახალ სპორტულ კომპლექსში, ჭიდაობის  დარბაზი გაიხსნა, სადაც  60-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღნიშნულ დარბაზში საქართველოს ღია ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში.

დარბაზმა საქართველოს მასშტაბით 9 გუნდს უმასპინძლა. პირველი ადგილი მისაქციელელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები  თბილისისა და მცხეთის გუნდებმა გაინაწილეს.

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ღონისძიების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.

მისაქციელის ახლადგახსნილი დარბაზი  ჭიდაობის  მსურველ ყველა ახალგაზრდას მოემსახურება მწვრთნელებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის მოყვარულებისთვისასევე, მოწყობილია სპორტული მოედანი და დამონტაჟებულია ტრენაჟორები. დაგეგმილია სკვერის მოწყობაც.

მცხეთის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელმისაწვდომობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

Continue Reading

Previous: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირს გიორგი მამაცაშვილი უხელმძღვანელებს
Next: გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე, ანა წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში გაემგზავრნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025