Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, სასაფლაოებისკენ კი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

მარშალ პრესი 18/04/2022
მერია

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“.

რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, იგი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

Continue Reading

Previous: უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი – პატრიარქის სამძიმარი
Next: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეომიმართვას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025