Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

უკრაინულ ბენზინმზიდებს, სანქციების გვერდის ავლით, რიგიდან რუსული საწვავი უკრაინაში გააქვთ – ლატვიური მედია

მარშალ პრესი 10/04/2023
ბენზინმზიდი უკრაინა

ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვთ. ამის შესახებ ლატვიური მედია ლატვიურ პროექტზე Nekā personīga დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, 5 თებერვალს ევროკავშირში ძალაში შევიდა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული აკრძალვა. მაშინვე, რიგის პორტში სანქტ-პეტერბურგიდან სამმა ტანკერმა მოახერხა შესვლა, რომლებიც საწვავით იყო დატვირთული. ტვირთის საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებდა.

მაშინვე ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ტერმინალთან შეამჩნიეს უკრაინული ბენზინმზიდები, რომლებსაც პორტში გაჭედილი ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ.

„ამ კვირაში ჩვენმა პროგრამამ კვლავ გადაწყვიტა ვითარების გადაღება. უკანასკნელი რუსული ტანკერის რიგის პორტში შემოსვლიდან 2 თვის შემდეგ, კვლავ ჩანს, რომ ტერმინალზე უკრაინული ბენზინმზიდები ისევ დადიან“, – აღნიშნავენ ლატვიელი ჟურნალისტები.

მათივე განმარტებით, უკრაინაში რუსული ნავთობპროდუქტების შეტანა უკვე წელიწადზე მეტია აკრძალულია. შესაბამისად, რუსული საწვავი ქვეყანაში ფალსიფიცირებული საბუთებით შეაქვთ.

Post navigation

Previous: დიახ, ბატონო ლევან, ჩვენ 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ თქვენს ამ მოწოდებას, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ
Next: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირს გიორგი მამაცაშვილი უხელმძღვანელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.