Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუკი ამერიკა ზეწოლას ახდენს ევროპაზე, ჩაერთოს ჩინეთის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ამერიკა ამ ზეწოლას საქართველოზეც განახორციელებს

მარშალ პრესი 10/04/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება და, ამ კონტექსტში, საქართველოს საკითხსაც განიხილავს. „საფრანგეთის პრეზიდენტის ღია განცხადება იმაზე, რომ ევროპამ უნდა გაუძლოს ამერიკის ზეწოლას, ჩაერთონ ჩინეთის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებში, საყურადღებო ნიშანია ჩვენთვის.

უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროპა ამერიკის ზეწოლას განიცდის. ამაზე მოგვიანებით ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა თავად განაცხადა. დღეს კი მაკრონი ამბობს, რომ ევროპა „არ უნდა გახდეს ამერიკის მიმდევარი“ ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტში  და უნდა გაუძლოს ვაშინგტონიდან ზეწოლას.  უნდა ველოდოთ თუ არა ამერიკიდან საქართველოზეც ზეწოლას, რათა გავითვალისწინოთ მათი პოლიტიკური პოზიციები ჩინეთთან მიმართებით? არ არის გამორიცხული, შტატებმა  მოგვთხოვოს მოსალოდნელ სანქციებზე შეერთება.  ჩინეთთან კავშირები საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ეკონომიკური სიძლიერე  კი განაპირობებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხს.

საბედნიეროდ, ჩინეთთან მანამდე გვქონდა კავშირები, სანამ ის უკრაინის ომის საკითხში რუსეთთან შევიდოდა ალიანსში. თუმცა, გაითვალისწინებს კი ამას დასავლეთი?  ფაქტია, ჩინეთის წინააღმდეგ შტატები ყველა რესურსს გამოიყენებს და საქართველო მათგან კიდევ ერთი სამიზნე გახდება“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას
Next: როგორც ჩანს, სააკაშვილი თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.