ტვ “პირველმა” ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია პირდაპირ ეთერში არ გადასცა და იმ დროს, როდესაც მხურვალე სადღეგრძელოები ისმოდა, არხზე სამედიცინო გადაცემა გადიოდა.
მეტიც, სიახლის სახითაც კი არ გამოქვეყნებულა აქციის მიმდინარე ამბები. ამის სავარაუდო მიზეზი კი ხაბეიშვილის მიმართ, ტვ “პირველი”-ს არცთუ კარგი დამოკიდებულებაა და როგორც ცნობილია, ისინი ნიკა მელიას გულშემატკივრები არიან, შესაბამისად ეს იყო ერთგვარი სამაგიერო ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
სხვა შემთხვევებში მაყურებელს კარგად ახსოვს, ოპოზიციის აქციები, სადაც ტვ “პირველი”-ს ჟრნალისტების და გადმაღები ჯგუფები ჩადგმით, სტუდიის მაგიდებით მიდიოდნენ პროტესტის ეპიცენტრში.
მხოლოდ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ფორმალურად გაშუქდა ნაწყვეტები აქციაზე გამოსვლებიდან.
