Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“ – რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 08/04/2023

„რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“ – რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციებს. თუმცა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც ჩანს, ეს დემოკრატიის ფასია,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის 9 აპრილის თარიღი გარკვეული სიმბოლიზმის მატარებელია და ამ დღეს აქციის ჩანიშვნა თავხედობაა.

„9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაც ღირებულებები, რაღაც ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე „ნაცმოძრაობა“ თავისი წარსულით, ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით. კასრებიდან ამოღებული კადრები ხომ ყველას გაქვთ ნანახი თავისი წამებით, მკვლელობებით- ეს ხომ გვახსოვს? და ამ ყველაფრის ასოცირების მცდელობა რამდენად ამორალურია 9 აპრილთან, როდესაც ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ქართველი პოლიციელები იცავდნენ მოქალაქეებს სიკვდილისგან, ათობით და ასობით ადამიანი გადაარჩინეს და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები- ესეც კი გაბედეს.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: რიკოთი გახსნილია. ველით ხვალ მინიმუმ 200 000 მხარდამჭერს – თამარ ჩიბურდანიძე ლევან ხაბეიშვილს
Next: „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.