Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე ნაც.მოძრაობის დაანონსებულ აქციაზე არ მივა

მარშალ პრესი 08/04/2023
ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს და 9 აპრილის მემორიალთან მიდის.

მისივე თქმით, აქციაზე მისი ბევრი მეგობარი მიდის, რაც ნორმალურია.

ამასთან, როგორც დოლიძე აცხადებს, როდესაც სოციალური მედიით თუ ტელევიზიით იგებს ამბებს საკითხებზე, რომელზეც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, იტოვებს უფლებას ან შეუერთდეს, ან არა.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის როგორც გამარჯვების, ისე გლოვის, უმნიშვნელოვანესი დღე. ამ დღეს როგორც მანამდე დავდიოდი, ახლაც ვაპირებ მისვლას 9 აპრილის მემორიალთან. რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობის“ დაანონსებულ აქციას, არ მინდა, ჩემი განცხადებებით რაიმე დისონანსი შევიტანო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის. აქტივობებზე, რომლებზეც ახალი მენეჯმენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მე ვერ ვიქნები. შეიძლება, ბევრს, დავუშვათ, ჩემს მეგობრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ. ბევრი ჩემი მეგობარი მიდის აქციაზე და აბსოლუტურად ნორმალურია. უბრალოდ, მე დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ჩემი გადაწყვეტილება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამბებს როდესაც ვიგებ სოციალური მედიით თუ ტელევიზიით ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია მქონდეს, ვიტოვებ უფლებას, სადღაც შევუერთდე, სადღაც – არა. 9 აპრილის, დილით მივდივარ მემორიალთან, შესაბამისად, ვფიქრობ, დასამტკიცებელი არავის არაფერი აქვს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

Post navigation

Previous: “დამინახე მბრძანებელო” – ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის სანაპირო დაცვის კეპითა და ჰუდით ატარებს ლექციებს
Next: იენს სტოლტენბერგის მიმართვა უკრაინისადმი არის მკვეთრი მესიჯი, რომ ჩვენც ნატოში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე არც უნდა ვიოცნებოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.