Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურმე ხვალ, ნაც.მოძრაობა აქციას აწყობს, რათა დაიცვას იდენტობა, კულტურა და ტრადიციები – ამირან სალუქვაძე

მარშალ პრესი 08/04/2023
ამირან სალუქვაძე

„თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე “დაიცვეს”, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ,“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 9 აპრილს დაგეგმილ აქციას ეხმიანება.

„თურმე ხვალ ნაცმოძრაობა აქციას აწყობს, რათა დაიცვას: – ვაზი, რომელიც ააჩეხინეს; – ღვინო, რომელშიც ჩაუშარდეს; – იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, რასაც წლებია ებრძვიან და ანადგურებენ. კლიპში აჩვენებენ ვაზს, ღვინოს, ეკლესია-ტაძრებს, პირველ პრეზიდენტს.

თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე “დაიცვეს”, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს, საზღვარზე წითელი ხალიჩა დაუგეს, რუს ბიზნესმენებს იპატიჟებდნენ, რუსული ფულის მიმართ ანოსმია ჰქონდათ და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ, მზად ვართ დიალოგისთვის სადაც გაგიხარდებათ, ვისთანაც გაგიხარდებათ, როცა გაგიხარდებათ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშეო (უამრავი მასალაა ინტერნეტში).

ამ ყველაფერს აკეთებდნენ სამი ომის შემდეგ. არა რეპრესიებსო, კლიპში ამბობენ. არადა, ხალხმა ზუსტად რეპრესიების გამო უთხრეს უარი და ყოველ დღე ისევ რეპრესიებით იმუქრებიან. ახლა გახდნენ ვაზის, ღვინის, ეკლესიის, ოჯახის, კულტურის, ტრადიციების და იდენტობის დამცველები.“- წერს ამირან სალუქვაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის მომსახურების ცენტრი ASAN Service-ი დაათვალიერა
Next: 9 აპრილს ხალხს ქართული პოლიცია გადაეფარა. დღეს იგივე მოედანზე ცდილობენ, ცოცხლად დაწვან პოლიციელი და ამის გამკეთებელი გმირად აქციონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.