ჯერ ის “გააიასნეთ” როგორც ძველად იტყოდნენ: რაზეა მელია ნაჯდომი, რაზე ციხეში? – ქათმის ბარკლებს უბათქუნებდა ორი თვე

773
წაკითხვა/ნახვა

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას შესახებ წერს:

“რა პოლიტპატიმარი, რი პოლიტპატიმარი?! მელია შეძვრა მელიად და ძვრება მინდვრის თაგვად!
პოლიტპატიმრობა ლომთა ხვედრია და ასეთები იყვნენ: მერაბი, ზვიადი, ავთანდილ იმნაძე, ნანა კაკაბაძე გელა ნიკოლაიშვილი, მარიკა ბაღდავაძე, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია, ზვიად ძიძიგური, ჯამბულ ბოკუჩავა, რამაზ ვანიშვილი, კობა ძიძიგური, ვაჟა წერეთელი, ზაზა დანელია, გიორგი ყორბესაშვილი…
ჰოდა ამ ადამიანების უმეტესობა ცოცხალია და კითხეთ მათ ვინ იყვნენ პოლიტპატიმრები და ვინ შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი!
არ გაგიგიათ ჯერ წესია-წესი და მერე საქმეა საქმეო!
ჯერ ის “გააიასნეთ” როგორც ძველად იტყოდნენ: რაზეა მელია ნაჯდომი, რაზე ციხეში?
და მერე “იბაზრეთ” თქვენ სამყაროში შეცდომით მოვლენილებო!
მასე სადაა ბიძია გადასახადის გადაუხდელობაზე ჩაგაჯინონ, მერე იქ ქათმის ბარკლები უბათქუნებდე ორი თვე!
შემდეგ გადაგიხადონ გადასახადი გამოზოზინდე გასიებული საპატიმროდან და პოლიტპატიმრობა მოგინდეს!
არ წერია მაგ იქაურ-აქაურ კაცურ დაუწერელ “უსტავსა” და არც ევროპულ პოლიტმატიმრის წესდებაში!” – წერს გვენეტაძე
კომენტარები
მოწონება