Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ხარება დღე, ქართველი ხალხისთვის მილოცვის ნაცვლად, დაიწყო იმაზე საუბრით, რომ რაღაც არ უხარია – ამერიკის ელჩს ნუ გაებუტებით, გეხვეწებითო! ეს ხომ უკვე პათოლოგიაა?

მარშალ პრესი 07/04/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან მოსამართლეების სანქცირებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ხარება დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის მილოცვით რომ არ დაიწყებს… ხარება დღეს რომ იტყვის: „მე დღეს არ მიხარია“… თან რომ ამბობს, ამერიკის ელჩს შევხვდი, სავიზო შეზღუდვებს ეხებაო და თან ვწუხვარ, რომ საქართველო დასანქცირებულ ქვეყნების სიაში შეიყვანესო… ამ ოთხ მოსამართლეს ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთო (!).

ამ ქალისგან რაიმე ეროვნული, პოზიტიური, კონსტრუქციული, ქართული, ჯიგრული – გსმენიათ აქამდე რამე? ლინკი ჩამიგდეთ, გთხოვთ! უმაგრესი შეხვედრა აქვთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს! ერთი სიტყვით მაინც შეეხე, შეაფასე, შეაქე! ეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეხება! ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება! არა! ათი წუთი – „არ მიხარია“, „ვწუხვარ“ და ამერიკის ელჩს ნუ გაებუტებით, გეხვეწებითო – ეს ხომ უკვე პათოლოგიაა?!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პარლამენტში რიგი ჟურნალისტების მხრიდან წარმოუდგენელი ძალადობაა და კარგია, რომ ამაზე შესაბამისი რეაგირება ჰქონდა თავმჯდომარეს
Next: გორში მდებარე სასადილო უერთდება ამერიკის სანქციებს და ქართველ მოსამართლეებს აღარ შეუშვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.