Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკიდან ახალ პოლიტიკურ თამაშს სხვა მიზანი აქვს – დიმიტრი ხუნდაძე

მარშალ პრესი 07/04/2023
დიმიტრი ხუნდაძე

გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც თავად განაცხადეს, კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, ოთხ მოსამართლეს კორუფციაში დასდეს ბრალი და დაასანქცირეს. დღეს კი, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომ ამ მოსამართლეების საქმიანობა გამოიძიონ. ესე იგი, ამით ამბობენ, რომ ამერიკას არ ენდობიან და თავად გადაწყვიტეს ამ ფაქტების ხელახლა შეგროვება, – აღნიშნავს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები ახალი შეტევითი კამპანიაა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

„სინამდვილეში, არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს რაიმე ფაქტები და არც ოპოზიციას ძალუძს არარსებულ ფაქტებზე გამოძიების ჩატარება. ეს საერთო პოლიტიკური თამაში სხვა მიზანს ემსახურება – დაიწყონ ახალი შეტევითი კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, რადგან 2024 წელს არჩევნებში, ოპოზიციის მოსალოდნელი დამარცხების შემდეგ ხალხს უთხრან, ეს კორუმპირებული სასამართლოა და შედეგებს არ ვაღიარებთო.

  ამერიკის მთავრობამ ამ ფაქტით ღიად განაცხადა თავად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით – მათ სურთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გადაცემა. ეს კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.  სახელმწიფო დეპარტამენტს ერთადერთი გზა დარჩენია, ან ოპოზიციის ხელით რაღაც მოიმოქმედოს, ან უკან წაიღოს ღია ბრალდებები მოსამართლეებზე. საქმე ეხება ყველაზე ფაქიზ თემას სახელმწიფოში – დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის
Next: პარტნიორები ასე არ იქცევიან, ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა თუ ავღანეთში – ჩვენმა ხალხმა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სისხლი გაიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.