Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს იქნება კიდევ ერთი მარცხი – კახა კალაძე

მარშალ პრესი 07/04/2023
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული საქმის გაგზავნა  სტრასბურგში, იქნება კიდევ ერთი მარცხი მათთვის და შესაბამისად, ამას თავს არიდებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous: თქვენ წინაშეა კლასიკური თაღლითი მაიმუნი! ამასთან ერთად უვიცი და გაიძვერა – ბაკურ სვანიძე ალეკო ელისაშვილზე
Next: ვაჩვენოთ ყველას, რომ ძალიან ბევრნი ვართ – ლევან ხაბეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.