Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ მგონია, აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს – ირაკლი ბონდარენკო

მარშალ პრესი 07/04/2023
1680847946-ბონდარენკო

სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე როდესაც ვსაუბრობთ, გაუგონარია, კორუფციაზე მტკიცებულების გარეშე საუბარი, – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ აშშ-ის  გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს.

„მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგებისა და მათი ოჯახების წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია, რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია, მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!!“ – წერს ირაკლი ბონდარენკო.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

Post navigation

Previous: 9 აპრილს თქვენ გელიან (ვიდეო)
Next: კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა ნაც-მოძრაობას – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.