IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შსს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფომაციით საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 13 ივნისს დაკავებულ მწყემსს ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადმოსცემენ

„მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად.

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა,”- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE