Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის პოზიცია კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახადა კელი დეგნანმა – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 06/04/2023
თამარ ჩიბურდანიძე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადება მოსამართლეების დასანქცირების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური აქტია. ამას ყველა ხვდება და ბაიდენის მთავრობის მცდელობა, ქართველი ხალხი ჩლუნგებად წარმოაჩინოს, უშედეგოა. ქართველი ხალხი აზროვნებს! რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ დაცვას არ შევეცდები, რადგან არ ვიცი, რა კორუფციულ გარიგებებში მიიღეს მონაწილეობა. რატომ არ გვაწვდიან ფაქტებს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლებიან?, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დამამცირებელია, როდესაც აშშ საკუთარ გადაწყვეტილებას არგუმენტებით არ ასაბუთებს.

„ამერიკის პოზიცია კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახადა ქართველი ხალხისთვის კელი დეგნანმა, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ფაქტები გვაქვს, მაგრამ არ გეტყვით, არ გთვლით ამის ღირსად, საქართველოში უფროსები ჩვენ ვართ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო.

ასე გადმოსცემენ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტი და მათი ელჩი საქართველოში. ანუ, ასე ამცირებენ ქართველ ხალხს.

რეალურად კი რა ხდება?

ხდება ის, რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამერიკა იბრძვის, წაგვართვას სასამართლო, თავისუფალი მართლმსაჯულება მათგან მართვადი გახადონ და ამით სრულად მართონ ქვეყანა. ამას უწოდებენ ისინი „სასამართლოს რეფორმას“. თუკი სასამართლოს წაიღებენ, მაშინ არჩევნების ბედსაც, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ისინი გადაწყვეტენ. ვინც უნდათ და ვინც მათი ყურმოჭრილი მონა იქნება, იმას მოიყვანენ. ეს არის სიმართლე – ქართველი ხალხი აღარ იქნება საკუთარი ქვეყნის მმართველი, ჩვენ სრულად დავკარგავთ სუვერენიტეტს.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ამ პოლიტიკური აქტით, ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ სასამართლო მომეცით, რათა შემდეგ არჩევნები წაგართვათ და ხელისუფლებაში ჩვენგან მართული პოლიტიკური გუნდი მოვიყვანოთო. ანუ, სისხლიანი რეჟიმი დავაბრუნოთო“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: რეპუტაციაშელახული ქართული სასამართლო პირველი წინაპირობაა სახელმწიფო სუვერენიტეტის მორღვევისა – ზურაბ ქადაგიძე
Next: ყველანი სათითაოდ, ნაღდად გადაიკუზებით ოთხზე – გივი თარგამაძე “ქართულ ოცნებას”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.