IMG.GE IMG.GE

„მივესალმები გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და იმედი მაქვს,რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება“, -ამის შესახებ ბრალდებულმა გიორგი რურუამ სასამართლო სხდომის დაწყების დროს განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრის საკითხს.

მოსამართლემ ბრალდებულს მიუთითა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სხდომაზე ვერ მოისმენს,რადგან ის პოლიტიკური ხასიათის განცხადებაა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ ეხება, რაზეც გიორგი რურუას ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის თვალთახედვით, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება რურუას სისხლის სამართლის საქმესთან კავშირშია. ადვოკატის თქმით, გიორგი რურუა საპატიმროში „პოლიტიკური მიზეზებით“ იმყოფება.

“მინდა გუშინდელ გადაწყვეტილებას შევეხო, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მოღებულ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას ეხება. მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს,რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ასევე მახარეებს, რომ ნაბიჯი წინ გადაიდგა”,– განაცხადა რურუამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარის დატოვება
IMG.GE