Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი ციტატები ასეთ ანგარიშებში მავნებლობაზე დაყრდნობით ჩნდება – მამუკა მდინარაძე სახ. დეპარტამენტის განცხადებაზე

მარშალ პრესი 05/04/2023
მდინარაძე

კონკრეტული სუბიექტური ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ გეგმას მიყვებიან, ცდილობენ, ანგარიშებში მათზე დაყრდნობით ასეთი რაღაცეები მოხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ქვეყნის დაზიანების მიზნით – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელობა დააზარალებს მაუწყებლის მიუკერძოებლის მისიას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი ციტატები ანგარიშებში მავნებლობაზე დაყრდნობით ჩნდება ხოლმე და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი „ფეიკ ნიუსები“ ხვდება ძალიან სერიოზულ ანგარიშში.

„მედიის ადვოკატირების კოალიციაზე“ დაყრდნობით კი არა, ასეთი ციტატები ასეთ ანგარიშებში მავნებლობაზე დაყრდნობით ჩნდება ხოლმე. თქვენ ნახეთ, რამდენი იყო მსგავსი, რომელიღაც ქართულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი „ფეიკ ნიუსები“ ხვდება ძალიან სერიოზულ ანგარიშში, მაგრამ, საბედნიეროდ, რადგან ისინი მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან ასეთ საკითხებს, მიუთითებენ, რომ ამა და ამ ორგანიზაციაზე დაყრდნობით არის. სწორედ ამიტომ არის, რომ კონკრეტული სუბიექტური ორგანიზაციები, რომლებიც რუსულ გეგმას მიყვებიან, ცდილობენ, ანგარიშებში მათზე დაყრდნობით ასეთი რაღაცეები მოხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – ქვეყნის დაზიანების მიზნით. ამ ქვეყნის დაზიანების ბევრპუნქტიანი ასეთი მავნებლობები საბოლოოდ თავს იყრის ერთ საერთო მიზანში, რასაც რუსული გეგმა და ამ ქვეყნის ოკუპაცია ქვია, იმიტომ, რომ ომი სხვა შედეგს არ მოიტანს და ჩვენ ამ გეგმის განხორციელებას მათი მხრიდან ვერ დავუშვებთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის დახმარება, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა ხდება, ხომ არ იცით?
Next: რომ გეუბნებით, დასრულებულები ხართო, საწყენად იღებთ – თამთა მეგრელიშვილი ნაც.მოძრაობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025