მთავარი გზავნილი ბრიუსელიდან არის, საქართველო ევროკავშირში – კახა კუჭავა

338
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მივიღეთ – საქართველო ევროკავშირში, აქ საკითხი დგას უბრალოდ, რამდენად მალე მოხდება ეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

„ჩემთვის სასიამოვნო იყო ევროპარლამენტარების არა მხოლოდ განცხადებების, არამედ ემოციების მოსმენა, როდესაც საუბრობდნენ, რომ ელოდებიან საქართველოს ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს.

ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ვსაუბრობდით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ სამ-ნახევარ წელიწადში იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საბოლოო შედეგამდე მისვლა. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ემოციურადაც ძალიან იგრძნობოდა მათი მხრიდან. ისინი მიესალმებიან პროგრესს, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ. ისინი ნამდვილად წუხდნენ იმ პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა. მათ არ უნდოდათ ეხილათ პოლიტიკური ჩიხი და სურდათ მალე გადაჭრილიყო ეს საკითხი. ხაზს უსვამდნენ შარლ მიშელის პირად ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც ხაზს უსვამს მაღალი ინტერესს საქართველოს მიმართ.

საქართველო რეფორმების პროგრესულობის, დასავლურობის, დემოკრატიულობის მაგალითს წარმოადგენს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი ნახონ და შეფერხებები არ იყოს. ბევრი ვისაუბრეთ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე, სხვა ამბიციურ რეფორმებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვეძახით – ევროპულ დღის წესრიგს, და ასევე ვისაუბრეთ საბოლოო განაცხადის შეტანაზე 2024 წელს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება