IMG.GE IMG.GE

შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილმა ჯიანამ, ამერიკელი მომღერლისა და მსახიობისგან, ბარბარა სტრეიზენდისგან სტუდია Disney-ს აქციები მიიღო. შესაბამისი ფოტო ფლოიდის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ექვსი წლის ჯიანამ გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც ჩანს, რომ ხელში სტუდიის აქციების მფლობელობის სერტიფიკატი უჭირავს.

„მადლობა Barbra Streisand-ს აქციების პაკეტისთვის, მე ახლა დისნეის აქციონერი ვარ, მადლობა თქვენ”, – წერს იგი.

აქციების გარდა, მომღერალმა გოგონას აჩუქა ორი ალბომი – My Name Is Barbra და Color Me Barbra.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება