IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 22 ივნისის მდგომარეობით, ჯამში კორნავირუსით დაინფიცირების 20 588 შემთხვევაა გამოვლენილი. ამჟამად მკურნალობას 10 980 პაციენტი გადის, ხოლო ვირუსისგან 9 131ადამიანი განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 360-მდე გაიზარდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება