„დეოლიგარქიზაცია ხომ არის მიზანი? დებიძინიზაცია თქვა რასამ, რომელიც ვინც არის, იცით, ხომ? სინამდვილეში, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან, რაზეც საუბრობდა კეზერაშვილი და რაზეც აღიარებითი ჩვენება დადო, რაც მის ინტელექტზე მიუთითებს.”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
“კეზერაშვილი არის უინტელექტო ადამიანი, რომელსაც წამოცდენები აქვს ხოლმე. მან აღიარა, რომ პოლიტიკაზე არაფორმალური გავლენა აქვს, „შავი ფულით“ ქართულ პოლიტიკას აფინანსებს და, შესაბამისად, არის ოლიგარქი. კანონის მიღება საჭიროა იმისთვის, რომ რეაგირება მოხდეს. თუ მიზანია დეოლიგარქიზაცია, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის. ჩვენი ინიციატივა ამ კანონის მიღება არ იყო, თუმცა გვითხრეს, რომ საჭიროა ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიზაციის აღმოფხვრა, დღეს მთავარი გაცხადებული ქეისია – კეზერაშვილის. სხვა შემთხვევებიც არის, როცა ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როცა შავი, სისხლიანი ფული იხარჯება. თუ ეს არის ამოცანა, მაშინ კანონი გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა და მაშინ მოვხსნით ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
