Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი, ამას არავის არ ვაპატიებთ – პრემიერი

მარშალ პრესი 03/04/2023
ღარიბა

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი და გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ქონდა პოლიციის ცოცხლად დაწვა.

მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი მათი რა თქმა უნდა იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და გამოუვა.

რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებულები იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ფონ კრამონის გამოჩენამ, პრაქტიკულად, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავება წაახალისა
Next: ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.